logo_geo
დავით მაღრაძე: დღეს ამხანაგმა ვაშაძემ რუსეთის განზრახვა გაახმოვანა...
- +

7 ნოემბერი. 2018. 15:01

 

„დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მონაპოვარი - თავისუფლება“, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც საზოგადოება 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებს.

 

„ამ თავისუფლებისთვის 9 წლის განმავლობაში იბრძოლა საქართველოს მოსახლეობამ. მეუბნებიან, დაივიწყე ეს წლებიო და საინტერესოა არგუმენტი, რატომ უნდა დავივიწყოთ. თურმე ისინი კიდევ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას და ამიტომ უნდა დავივიწყოთ. მთელი სადიზმი, თავისი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებით, თავისი სადიზმით, რომელსაც ემსახურნენ, თურმე ხალხმა უნდა დაივიწყოს, რადგან მათ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ.

 

დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებულია, შიდა პოლიტიკურ სივრცეში მაინც ვფიქრობდი, რომ უფრო აგენტურულ ქსელს მიმართავდნენ ხოლმე რუსეთი და ახლა უკვე სააშკარაოზე გამოვიდნენ. თავიანთი ოფიციალური თანამშრომლები უკვე მივლინებაში ჰყავთ გამოგზავნილი ვაშაძეებისა და სხვა დანარჩენის სახით. დღეს ამხანაგმა ვაშაძემ დააანონსა, რომ ქუჩების გადაკეტვასა და არეულობის შეტანას აპირებს. რუსეთის განზრახვა რაც არის, ეს გაახმოვანა ამხანაგმა ვაშაძემ. რა თქმა უნდა, ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს, ქუდზე კაცი გამოვა არჩევნებზე და ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას. საქართველო მზით განათებული ქვეყანაა, ვენახის, ლექსის, მშვენიერების ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ქართველი საზოგადოება მშვენიერების სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი