logo_geo
გიორგი აბდალაძე: პირადად მე გრიგოლ ვაშაძეს ვდებ ბრალს, რომ გავიარე უსამართლობა და ჯოჯოხეთი!
- +

7 ნოემბერი. 2018. 22:23

 

„თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ არჩევანი თავისუფლებისთვის, იმ თავისუფლებისთვის, რაც ჩვენ მოვიპოვეთ“, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას აღნიშნა.

 

როგორც გიორგი აბდალაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ კარგი მიმართვა ჰქონდა, რადგან  გამოსვლაში კონკრეტული ორიენტირი იყო ადამიანებზე, რომლებიც ამ ხელისუფლებაზე არიან განაწყენებული.

 

„ყველა ვალდებული ვართ, ჩვენს ახლობლებს, ჩვენს მეგობრებს, ყველას გადავცეთ, რომ არჩევნებში მივიდეთ მიუხედავად იმისა, განაწყენებული ვართ თუ არა „ქართულ ოცნებაზე“. მოგვწონს სალომე ზურაბიშვილი, თუ არა, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და „ნაცმოძრაობას“ და იმ ადამიანებს, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში, უდანაშაულო ადამიანებს ციხეში სვამდნენ, ძარცვავდნენ და ათას უბედურებას აბრალებდნენ, ვუთხრათ უარი”, – განაცხადა აბდალაძემ.

 

მისივე თქმით, ხშირად ამ ხელისუფლებაზე ხალხი განაწყენებულია იმის გამო, რომ სასამართლო პროცესები ძალიან გაიწელა, ადამიანები კი სამართალს ეძებენ.

 

„დღევანდელი სასამართლო როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება წინა სასამართლოსგან, თუმცა საქმეების სიჭარბის გამო, შეფერხებით და დამუხრუჭებით წარიმართა პროცესები. ჩემი შეფასებაა, რომ ეს ყველაფერი კოაბიტაციის ბრალი იყო. სტრუქტურებში დარჩნენ ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს შეფერხებით აკეთებდა და ცდილობდა, რომ დრო გაეწელა. ჩვენ უნდა მივცეთ შანსი „ქართულ ოცნებას“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელში არ უნდა ჩაიგდოს ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, შეწყალების ბერკეტი, იმ ადამიანების შეწყალების ბერკეტი, ვინც ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. ვინც უსამართლოდ ჩაგვაგდო საპყრობილეში, გვაწამა, გვაიძულა გვეღიარებინა ის სისულელეები, რაც შემდგომში ხდებოდა. ისინი დღესაც არ აღიარებენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს. პირადად მე გრიგოლ ვაშაძეს ვდებ ბრალს, რომ გავიარე უსამართლობა და ჯოჯოხეთი. ყველა ადამიანი, ვისაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი აქვს დანაშაული, უნდა აგოს პასუხი, სხვადასხვა სახით”, – განაცხადა აბდალაძემ.

 

 

big_banner
არქივი