logo_geo
გიორგი გვიმრაძე: „ბოდიშის კამპანიით“ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება!
- +

8 ნოემბერი. 2018. 00:47

 

„ბოდიშის კამპანიით“ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, რადგან მიუხედავად ბოდიშისა და ვითომ გადაფასებისა, ისინი ამბობენ, რომ მათ შორის, ის ადამიანები უნდა შეიწყალონ, რომლებიც პასუხისგებაში 7 ნოემბრისთვის არიან მიცემული“, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ გადაცემის წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.

 

„ეს საკითხი ისევ იმის შეხსენება და ხაზგასმაა, რომ სამართლებრივად, მაშინ სწორი ქმედება იყო ჩადენილი; სამართლებრივად, ეს ყველაფერი სწორი, ლეგიტიმური იყო და ამის ლეგიტიმაცია ხელისუფლებას ჰქონდა; ჩემი აზრით, როგორც ჩანს, ქვეცნობიერად, ისინი ამას პოლიტიკურ შეცდომას უწოდებენ. ეს მათთვის პოლიტიკურად იყო შეცდომა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ სახე აქ გამოჩნდა და მისი დელეგიტიმაცია აქ დაიწყო“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

 

 

big_banner
არქივი