logo_geo
გურამ ნიკოლაშვილი: ჩემთვის ეს ბოდიში მიუღებელია!
- +

8 ნოემბერი. 2018. 02:27

 

 „გიგი უგულავას არ აუხსნია, ბოდიშს რაზე იხდის და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს ბოდიში მიუღებელია“, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ანალიტიკოსმა გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა.

 

„ყოველთვის გვესმოდა და ვნახეთ პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასება, რომ ის, რაც მათ 7 ნოემბერს გააკეთეს, ერთადერთი სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება იყო. დღეს ბოდიშს რაზე იხდიან?! იმაზე, რომ ასე მოიქცნენ, იმაზე, რომ შეცდნენ, იმაზე, რომ ვიღაცას რუსეთის აგენტობა დააბრალეს და ახლა აგენტები აღარ არიან, თუ რა?! ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა ნიკოლაშვილი.

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 11 წლის წინანდელ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. უგულავას თქმით, 7 ნოემბერი იყო შეცდომა და აღნიშნავს, რომ ვინც არჩევნების მოგებას ამ თემით აპირებს, მწარედ ცდება და პოლიტიკურად ბეცია.

 

big_banner
არქივი