logo_geo
როგორი იქნება პირველი ქართული სახანძრო მანქანა, რომელიც 2019 წლიდან გამოჩნდება
- +

9 ნოემბერი. 2018. 02:09

 

 

საქართველოში პირველი ქართული სახანძრო მანქანას უკვე აწყობენ და ის საქართველოს რეგიონებში 2019 წლიდან გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

 

საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც „დელტა“ ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს.

 

ამ ავტომობილების სერიული წარმოების ფასი, დაახლოებით, 190 000 ევრო იქნება. ამასთან, ცნობილია, რომ "დელტაში" წარმოებული სახანძრო - სამაშველო მანქანა არა მხოლოდ  25 000 ევროთი იაფი იქნება საქართველოს ბაზარზე უკვე არსებულ  ტექნიკა MAFIRUS TSF-W -ზე, არამედ, მახასიათებლებით ბევრად მაღლა დგას ამ ტექნიკასთან შედარებით.

 

მთავრობის გეგმით, მომავალი წლების განმავლობაში, არცერთ სახანძრო-სამაშველო შენობაში აღარ უნდა იყოს საბჭოთა წარმოების მანქანა. ეტაპობრივად, სრულად განახლდება ავტოპარკი და პირველ რიგში, ეს პროცესი რეგიონებიდან დაიწყება

 

ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი