კომპანია „გალფის“ ქსელში დღეს დილიდან საწვავზე ფასები 5 თეთრით შემცირდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე პლაცის შემცირებამ განაპირობა.
„ფასები შემცირდა, რადგან საერთაშორისო ბაზარმა მოგვცა საშუალება, გაგვეიაფებინა საწვავი. როგორც კი მოგვეცა ამის საშუალება, 5 თეთრით შევამცირეთ ფასი. მომავალშიც დავაკვირდებით საწვავის საერთაშორისო პლაცზე ფასების დინამიკას და ფეხდაფეხ მივყვებით ცვლილებებს“, - აცხადებენ კომპანია „გალფში“.