logo_geo
12 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
- +

10 ნოემბერი. 2018. 11:58

 

 

12 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა ამინდი გაუარესდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოში 11 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 ნოემბერს, დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.

 

11–12 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 16–21 გრადუსი იქნება. 12 ნოემბერს დღის ბოლოს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი დაუბერავს, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 20–25 მეტრი იქნება.

 

11 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 12–17 გრადუსია მოსალოდნელი, 12 ნოემბერს – 9–14 გრადუსი.

 

11 ნოემბერს, თბილისში 15 გრადუსი იქნება; 12 ნოემბერს – 12–13 გრადუსი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი