logo_geo
იური მეჩითოვი: 9 აპრილს ნიჩბებით არავინ გარდაცვლილა!
- +

12 ნოემბერი. 2018. 02:45

 

 

8 ნოემბერს, ალ ჯაზირას ეთერში, 9 აპრილის შესახებ ფილმი გავიდა, სახელად The Soviet Scar. ფილმი ინტერნეტში ჯერ არ დევს, თუმცა, მან სკანდალი უკვე გამოიწვია.

 

ქეთი მაღლაკელიძე ამბობს, რომ ფილმს შემთხვევით ტელევიზორში, ვენაში ყოფნის დროს უყურა და აღშფოთებული დარჩა. მისი აღშფოთება კი, ფილმში ცნობილი ფოტოგრაფის იური მეჩითოვის კომენტარმა გამოიწვია.

 

“იური მეჩითოვი ამბობს, რომ 9 აპრილს არავინ არ მოუკლავთ, უჰაერობით დაიხრჩო ხალხიო!” – ასე გადმოსცემს ფილმში მეჩითოვის ნათქვამ ფრაზას მაღლაკელიძე.

 

იური მეჩითოვმა “ფორტუნასთან” განაცხადა, რომ ეს წინადადება ალჯაზირას ეთერში ნამდვილად თქვა.

 

“მე ვიყავი ამ ყველაფრის მონაწილე და თითქმის ყველა ცნობილი ფოტო, რომელიც 9 აპრილის დღეს არის გადაღებული, მე მეკუთვნის. 9 აპრილი საქართველოსთვის დიდი ტრაგედია იყო, მოხდა ძალადობრივი დაშლა, გამოყენებული იყო გაზი, ასევე ნიჩბები, თუმცა, ნიჩბის დარყმით იქ არავინ მომკვდარა. ვისაც ნიჩაბი მოხვდა, მათ აღენიშნებოდათ დაზიანებები სხეულზე, თუმცა ეს სასიკვდილო არ იყო. დაიღუპნენ ძირითადად, ქალბატონები ჭყლეტვის დროს, ასფიქსიის შედეგად,” – განმარტა იური მეჩითოვმა “ფორტუნასთან”.

 

მეჩთოვი ამბობს, რომ ის, რაც მის კომენტარს მოჰყვა, არაადეკვატურია, რადგან რასაც ის ამბობს, დადასტურებულია და ყველა დასკვნაში წერია, რომ ხალხი 9 აპრილს ასფიქსიის (უჰაერობის) შედეგად გარდაიცვალა.

 

 

ეს თემა ქეთი მაღლაკელიძის სტატუსის ქვეშ გაიშალა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მეჩითოვს ამ ფრაზისთვის აკრიტიკებს.

 

 

შეგახსენებთ, 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცა საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი