logo_geo
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
- +

12 ნოემბერი. 2018. 10:29

 

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს შესაძლოა ამინდი გაუარესდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 12 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.

 

12 ნოემბერს დღის ბოლოს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი დაუბერავს, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 20–25 მეტრი იქნება.

 

12 ნოემბერს – 9–14 გრადუსი იქნება. თბილისში, 12 ნოემბერს – 12–13 გრადუსი იქნება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი