logo_geo
საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს
- +

13 ნოემბერი. 2018. 11:23

 

თურქეთის მხარეს, საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მოხდება შეფერხებით.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეჩერებული იქნება საბაჟო პროცედურები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება.

 

 

 

big_banner
არქივი