logo_geo
15 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში თოვლ–ჭყაპია მოსალოდნელი
- +

13 ნოემბერი. 2018. 12:11

 

საქართველოში კვირის ბოლომდე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ზოგიერთ დღეს, მათ შორის 15 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში თოვლ–ჭყაპია მოსალოდნელი.

 

წუხელ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში თოვდა. კერძოდ, ჯვრის უღელტეხილსა და გუდაურში, სადაც თოვლის სიმაღლე უკვე 18 სანტიმეტრია. მაღალმთიან რაიონებში თოვლი დღეს ღამითაც არის მოსალოდნელი, ბარში კი კვლავ იწვიმებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი