logo_geo
როდის აღდგება მთაწმინდის საბაგირო – შეთავაზების ახალი პაკეტი ადგილობრივებს
- +

13 ნოემბერი. 2018. 14:39

 

როდის აღდგება მთაწმინდის საბაგირო? სავარაუდოდ, პასუხი ამ კითხვას  მიმდინარე წლის ბოლოს გაეცემა.  როგორც მთაწმინდის საბაგიროს ჯგუფის უფროსმა ლაშა დალაქიშვილმა „სითი კვირას“ განუცხადა, მზადდება შეთავაზებათა ახალი პაკეტი მათთვის,  ვისი სახლების ადგილზეც  სამშენებლო მოედნის მოწყობა იგეგმება.

 

როგორც ცნობილია, იმისათვის, რომ მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს, საბაგიროს ქვედა სადგურის, კერძოდ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი მცხოვრებლების გაყვანაა აუცილებელი. რას გულისხმობს შეთავაზებათა ახალი პაკეტი, ანუ რა რაოდენობის კომპენსაციას მიიღებენ ადგილობრივები, დალაქიშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა იმედოვნებს, რომ კონსენსუსი შედგება და მთაწმინდის საბაგიროს ჯგუფს აღდგენითი სამუშაოების დაწყების საშუალება მიეცემა.

 

როგორც მთაწმინდის საბაგიროს ჯგუფის უფროსმა განმარტა, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია პროექტის ბიუჯეტი, რადგან კომპანია „დოპელმაიერისგან“, რომელსაც საბაგირო გზის მოწყობა დაუკვეთეს, საბოლოო ინვოისი ჯერ არ მიუღიათ.

 

ადგილობრივებთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დაახლოებით, 980 მ-ის სიგრძის საბაგირო გზა გაკეთდება, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე მანძილს 4 წუთში დაფარავს.

 

საბაგიროს გამტარუნარიანობა გათვლილია საათში 1 100 კაცზე. გზას მოემსახურება 20 გონდოლა, საშუალოდ, 6 ადამიანზე გათვლილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი