კესარია მგელაძე პატარა მოჭადრაკეა, რომელსაც უკვე დიდი წარმატებები აქვს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მანანა ძიძიშვილი წერს და გოგონას ფოტოს აზიარებს წარწერით:
„ეს ულამაზესი ანგელოზი – საქართველოს ჩემპიონი კესარია მგელაძე... მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს და… ექვსი პარტიიდან ექვსივე მოიგო! ვუგულშემატკივროთ კესოს!“