logo_geo
8 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ნაქარგების გამოფენა გაიხსნა
- +

13 ნოემბერი. 2018. 18:46

 

8 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ნაქარგების გამოფენა გაიხსნა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 18 ხელოვანის ნაქარგებია წარმოდგენილი.

 

„2013 წელს სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი ქარგვა-ხელოვნება, საიდანაც ქარგვით დაინტერესებულმა ადამიანებმა გავიცანით ერთმანეთი, ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს აზრებსა და შემოქმედებას, ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ჩვენ მხოლოდ ნაქარგებით არ ვართ დაინტერესებულები, ზოგი ფაიფურზე მუშაობს, ზოგი მძივებზე, ქალბატონი მარინე ლაგვილავა სუტაჟით სამკაულებს ქმნის, რომელიც მზად არის უკვე პერსონალური გამოფენისთვის“, - განაცხადა გამოფენის მონაწილე გულიკო ჩახვაშვილმა.

 

„ადრეული ასაკიდან ვქარგავ. ქარგვა, ეს ჩვენი თანაარსებობა და სულიერი სიმშვიდეა, რომელსაც ამ საქმიდან ვიღებთ. ძალიან გვიხარია ერთად ყოფნა, ძალიან ბევრი ნოვატორული იდეა იცვლება ერთმანეთში. როცა გვგონია, რომ კარგი მქარგველები ვართ, ვხედავთ ირგვლივ, რომ ძალიან ბევრ შედევრს ქმნიან. მომავალში ვგეგმავთ, რომ შევქმნათ სახელოსნო და აუცილებლად გვეყოლებიან მოსწავლეები“, - განაცხადა გამოფენის მონაწილე მარინე ლაგვილავამ.

 

გამოფენაში მონაწილეობენ:

 

  1. გულიკო ჩახვაშვილი;
  2. მაკა შერმადინი;
  3. მარინა ლაგვილავა;
  4. ნინო იოსებაშვილი;
  5. მაია არაყიშვილი;
  6. სოფიო ჩხიკვაძე;
  7. ქეთი კობიაშვილი;
  8. ნინო მდინარაძე;
  9. მარიამ ურუშაძე;
  10. ნინო ქამუშაძე;
  11. ნანიკო ავლოხაშვილი;
  12. სოფიკო მარუქაშვილი;
  13. ქეთი გოგუაძე;
  14. თამუნა ნადარეიშვილი;
  15. მზია მსახურაძე;
  16. ლელა ნუცუბიძე;
  17. ნანა კარგიშვილი;
  18. თამთა გურჯიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი