logo_geo
დოდო ხურცილავა: ნიკა გვარამიაზე ხელის გასვრაც არ ღირს
- +

15 ნოემბერი. 2018. 18:38

 

 

„არ მოსულან ჯერ ხელისუფლებაში და ნიკა გვარამიამ დაგვამხო თავზე ყველაფერი“, – ამის შესახებ თეატრმცოდნე დოდო ხურცილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

 

„ნიკა გვარამია რომ გვაგინებს, ეს მისი ოჯახიშვილობის მაჩვენებელია, მეტი არაფრის. თუ მაგას ჰქონია, მე რომ მაგინებს, ჩემს დედას შეეხება, ძალიან შემცდარა. მინდა, მას და მისი ოჯახის წევრებს შევახსენო ვაჟა-ფშაველას ერთი ცნობილი ლექსის დასაწყისი: „მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო“. ჩემი სიტყვები არ არის, ვაჟას სიტყვებია. ჩემს დედას ეგ ვერასდროს შეეხება, მაგრამ ვიღაც ადამიანებს ხომ ეს ძალიან აწუხებს, ზოგი თვლის, რომ დედას თუ შეაგინებენ, ფაქტობრივად, უნდა გაუსწორდე. მეც ვფიქრობ, რომ ასეა, მაგრამ ახლა... ნიკა გვარამიაზე ხელის გასვრაც არ ღირს.

 

ამას გარდა, ამბობენ, დაგიმახსოვრებთ, ამას გიზამთ, იმას გიზამთ... რომ დამიმახსოვრებს, მერე რას მიზამს, მაინტერესებს. ვთქვათ, მტრისას და ავისას, მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ დამიმახსოვრებს, რა მომელის? გამროზგავენ? თავს გადამპარსავენ თუ რა? სამსახურიდან გამაგდებენ? ქონებას ვერ წამართმევენ, უბრალო მიზეზის გამო, ჩემი ქონება არ დასჭირდებათ, მაგათ დიდი ქონებები აინტერესებთ“, - განაცხადა ხურცილავამ.

 

 

 

big_banner
არქივი