logo_geo
კახა კალაძე: ძალიან მძიმეა, იქ ვიდექით და უძლურები ვიყავით ამ ტრაგედიის წინაშე...
- +

16 ნოემბერი. 2018. 04:05

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების ოჯახს უსამძიმრებს.

 

„დღეს დიდი ტრაგედიის მოწმენი გავხდით. ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დავკარგეთ ორი ადამიანი - ახალგაზრდა დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი.

 

ძალიან მძიმეა ეს ნებისმიერი ადამიანისთვის და ჩვენთვის, ვინც იქ ვიდექით და უძლურები ვიყავით ამ ტრაგედიის წინაშე. ვიზიარებ ოჯახის ამ უდიდეს მწუხარებას“, - დაწერა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი