logo_geo
„ქართული ოცნება“ ზუგდიდში, 2013-2018 წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების სიას აქვეყნებს
- +

17 ნოემბერი. 2018. 18:23

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ზუგდიდში, 2013-2018 წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების სიას აქვეყნებს:

 

  • შეიქმნა 15 საწარმო;

 

  • გაფართოვდა 16 საწარმო;

 

  • დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 168 პროექტი;

 

  • რეაბილიტირდა 41 სკოლა;

 

  • უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 43 სკოლის 3805 მოსწავლე;

 

  • სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით;

 

  • აშენდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, უნივერსიტეტი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;

 

  • აშენდა 1 და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში;

 

  • საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა;

 

  • შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 343 პირმა;

 

  • დაფინანსდა 32 ხეხილის ბაღის გაშენება;

 

  • შეიქმნა 27 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;

 

  • აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 4138 პირმა. დაზღვეულ იქნა 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი;

 

  • ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიაში თხილის კვლევა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, შესაძლებელი გახდა ადგილობრივ დონეზე;

 

  • პროექტ „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში 27 სოფელში 14500-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია;

 

  • კოლხური ბზის გაშენების ხელშეწყობისთვის შეიქმნა სასათბურე მეურნეობა სოფელ რუხში;

 

  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა პოლიციის 2 შენობას;

 

  • განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება;

 

  • ბინა გადაეცა 867 დევნილ ოჯახს;

 

  • სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 388 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“);

 

  • საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 964 დევნილ ოჯახს;

 

  • ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახისთვის 6 კორპუსი შენდება;

 

  • ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა;

 

  • შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა;

 

  • ზუგდიდში გაიხსნა C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი;

 

  • 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი;

 

  • აშენდა ამბულატორია განმუხურსა და ინგირის თემში;

 

  • სრულდება მრავალპროფილიანი, საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა სოფელ რუხში;

 

  • განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი;

 

  • ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 1 163 ბავშვმა, გაიცა ჯამში 2 853 900 ლარი;

 

  • რეაბილიტირდა 95 კმ გზა;

 

  • აშენდა და რეაბილიტირდა 77 ხიდი;

 

  • განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები ზუგდიდსა და ანაკლიაში o აშენდა ანაკლიის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა - მიმდინარეობს ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა;

 

  • კეთილმოეწყო ბულვარი ზუგდიდის ცენტრში;

 

  • მოეწყო გარე განათების სისტემა - ქალაქ ზუგდიდის ყველა ქუჩა და ჩიხი განათებულია;

 

  • ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით სრულად რეაბილიტირდა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა კომპლექსის ე.წ. „ნიკოსეული სასახლე“;

 

  • სრული რეაბილიტაცია უტარდება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს;

 

  • ზუგდიდში მიმდინარეობს;

 

-თეატრის რეაბილიტაცია

 

 -ყინულის სახლის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი

 

- ჭადრაკის სასახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია

 

- უეფას მე-3 კატეგორიის ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა

 

  • მოეწყო რაგბის მოედნები, საფეხბურთო მინი სტადიონები და მოედნები;

 

  • რეაბილიტრდა ძალოსნობისა და ძიუდოს დარბაზები;

 

  • რეაბილიტირდა ზუგდიდის სპორტკომპლექსი;

 

  • ზუგდიდში გაზიფიცირდა 40 898 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება;

 

  • გაიხსნა იუსტიციის სახლი;

 

  • გაიხსნა სამეგრელოს რეგიონული არქივი ზუგდიდში;

 

  • გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში -ორსანტიასა და რუხში;

 

  • გაიხსნა ქორწინების დარბაზი;

 

  • 66 უსახლკარო ოჯახს აუშენდა საცხოვრებელი სახლი;

 

  • გაიხსნა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრები;

 

  • ანაკლიაში აშენდება ღრმაწყლოვანი პორტი;

 

  • გაიხსნა რუხის სავაჭრო ცენტრი.

 

 

 

 

big_banner
არქივი