logo_geo
18 ნოემბერს, პატრიარქის ნათლული კიდევ 700–ზე მეტი ჩვილი გახდება
- +

17 ნოემბერი. 2018. 22:55

 

 

18 ნოემბერს, პატრიარქის ნათლული კიდევ 700–ზე მეტი ჩვილი გახდება. სამების ტაძარში, 56–ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

 

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

 

დღეისთვის უწმინდესს 36 680 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 55-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 25 სექტემბერს გაიმართა.

 

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

 

 

big_banner
არქივი