logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს „საპატიო ზესტაფონელის” წოდება მიენიჭა
- +

18 ნოემბერი. 2018. 20:18

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ტრადიციული დღესასწაული „ზესტაფონობა – ღვინის ფესტივალი 2018“ გაიმართა. ღონისძიებას „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი და კომპანიის თანამშრომლებიც დაესწრნენ. წარმოდგენილი იყო სპეციალური სტენდი, დამთვალიერებლებს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ამასთან, “ჯორჯიან მანგანეზმა” ღონისძიების ფინანსურ უზრუნველყოფაშიც მიიღო მონაწილეობა.

 

​გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ “საპატიო ზესტაფონელებიც”, რომელთა შორისაც „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი – ნიკოლოზ ჩიქოვანიც დასახელდა.

 

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ასლანიკაშვილის სახელობის სანაპიროს მიმდებარე სკვერში განთავსებულ იმერულ ოდებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა მოეწყო. გამოფენილი იყო საჯარო სკოლების მოსწავლეთა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონის“ აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრებიც. პარალელურად, მიმდინარეობდა საზეიმო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები და მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა დღესასწაული მიულოცა ზესტაფონელებსა და მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორისაც პოლონეთის ელჩი – მარიუშ მაშკიევიჩი და ესტონეთის კონსული – იურგო ლოო იყვნენ.

 

 

 

 

 

ღვინის ფესტივალის ფარგლებში, პროფესიული ჟიურის მიერ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მეღვინეები და საოჯახო მარნები გამოვლინდნენ. ამასთან, “საპატიო ზესტაფონელის” წოდება ნიკოლოზ ჩოქოვანთან ერთად, მიენიჭათ კომპოზიტორ მაცაცო სებისკვერაძეს და გერმანული ენის სპეციალისტს, ლეილა კამლაძეს.

 

​დღესასწაული „ქუჩის მუსიკოსების“ კონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

big_banner
არქივი