logo_geo
თბილისის ანძა ლურჯად განათდა
- +

20 ნოემბერი. 2018. 21:12

მსოფლიოში ბავშვთა უფლებების კონვენციის ხელმოწერის დღე აღინიშნება. სპეციალურად თარიღთან დაკავშირებით UNICEF-მა საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარებული კამპანია შეაჯამა.  ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

 

კამპანია დისკუსიებს, ღია კლასებს, პედაგოგებთან და მშობლებთან შეხვედრებს მოიცავდა, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობის უარყოფითი გავლენები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობრივი მიდგომა ხშირად სოციალურ ნორმად განიხილება.

 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბავშვთა საკითხები მსოფლიოს დღის წესრიგში აღარ არის, სწორედ ამიტომ, წელს ორგანიზაცია თარიღს ახალი კამპანიით ხვდება, „გახადე მსოფლიო ლურჯი“ - კამპანია UNICEF-ის იდეოლოგიის გაზიარებას გულისხმობს. მასში ცნობილი ადამიანებიც არიან ჩართული, რომელთა მოწოდება სპეციალური პეტიციის შევსებაა, რომლითაც მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ, ბავშვთა საკითხებით მეტად დაინტერესდნენ.

 

სპეციალურად თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ლურჯ ფერში განათდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი