logo_geo
„მერაბიშვილის პოლიციის უფროსმა 12 ტყვია ესროლა ჩემს შვილს“ - რევაზ არუცევის დედა შვილის გარდაცვალების დეტალებს იხსენებს
- +

22 ნოემბერი. 2018. 18:24

 

2010 წლის 18 აგვისტოს, ბორჯომში  სამართალდამცავების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის რევაზ არუცევის დედა „კვირასთან“  შვილის გარდაცვალების დეტალებს იხსენებს:

 

„რეზოს 2005 წელს სილამაზის სალონში პოლიციის მაღალჩინოსან კახა ლეგაშვილთან შელაპარაკება მოუვიდა, ეს ვერ აპატიეს ჩემს შვილს და 5 წლის განმავლობაში მასზე უკანონო დევნა ხორციელდებოდა. რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც, თუმცა, ეს არ აკმარეს და იმდროინდელმა პოლიციის უფროსმა მამუკა ხვედელიანმა პირადად დაგეგმა მისი ფიზიკური ლიკვიდაცია“, - აცხადებს მზია არუცევი.

 

არუცევის განცხადებით, მის შვილს 12 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათ შორის სამი ნატყვიარი სახის არეში აღენიშნებოდა.

 

შვილმკვდარი დედის თქმით,  შემზარავი მკვლელობის ფაქტის ფიგურანტი პირები დღეს საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები და ბორჯომელებს ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი