logo_geo
ია მეტრეველი: არავის ჰქონოდეს ისეთი გიორგობა, როგორიც მე მქონდა 2004 წელს...
- +

23 ნოემბერი. 2018. 22:20

 

„14 წლის წინ, გიორგობის დღეს, დიდუბის ეკლესიის წინ ბუტა რობაქიძე მოკლეს. „აქ დახვრიტეს ბუტა! მემორიალი ეძღვნება სააკაშვილის რეჟიმის დროს დახვრეტილ ახალგაზრდობის ხსოვნას”, – ამ წარწერით დღეს დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი გაიხსნა. ინიციატივა მოძრაობას „არა ნაციზმს“ ეკუთვნის.

 

„სრულიად საქართველოს მინდა დღევანდელი დღე მივულოცო, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და ყველას ვუსურვო, რომ არასდროს, არავის ჰქონოდეს ისეთი გიორგობა, როგორიც მე მქონდა 2004 წელს. ამ დღეს ცოტა სიხარულიც ერთვის, იმიტომ რომ, ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება, სურვილია, რომ ამ ბიჭების სახელზე და არამხოლოდ ბუტასი, სამწუხაროდ, ბუტას შემდეგ 162 ბიჭი იქნა ქუჩაში დახვრეტილი, ყოფილიყო მარადიული ხსოვნა და ყოფილიყო მემორიალი. სწორედ ამიტომ, დღეისთვის გადავწყვიტეთ, რომ ეს მემორიალი ყოფილიყო. ეს იყო საზოგადოების თხოვნაც და ერთად გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ბიჭების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი იმ ადგილას, სადაც ბუტა იქნა დახვრეტილი. ვლადიმერ სტურუა არის მხატვარი, რომელმაც გააკეთა ეს მემორიალი. ამ ადამიანმა ეს მემორიალი თავისი კეთილი ნებით, ყოველგვარი ჰონორარის გარეშე საჩუქრად გაუკეთა დახვრეტილ ბიჭებს“, – განაცხადა მეტრეველმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი