logo_geo
ამირან შალიკაშვილი გარდაიცვალა
- +

24 ნოემბერი. 2018. 14:46

 

 

მსახიობი და რეჟისორი ამირან შალიკაშვილი, ვის სახელსაც უკავშირდება საქართველოში პანტომიმის ჟანრის დამკვიდრება, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

მან 1962 წელს, დაინტერესებული სტუდენტებისგან შექმნა პანტომიმის ჯგუფი და ერთი წლის შემდეგ ინსტიტუტის სცენაზე წარმოადგინა პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი – „პანტომიმური ნოველები“; თეატრს წარმოდგენები გამართული აქვს თურქეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესპანეთში, მალტაში, კვიპროსში, საბერძნეთსა და სირიაში.

 

ამირან შალიკაშვილი 1939 წლის 22 მარტს დაიბადა.

 

1960 წელს დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1964 წელს კი თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის მსახიობის სპეციალობით.

 

1967 წლიდან იყო ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი; ასევე, მუსკომედიისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრების მსახიობი, ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი.

 

1975 წლიდან ხელმძღვანელობდა პანტომიმის სახელმწიფო თეატრს.

 

არის ავტორი წიგნებისა: „პანტომიმა დუმილის პოეზიაა“(1999), „დუმილის შემდეგ“(2004), „ხილვები ფიროსმანზე“(2004), „ცრემლიანი შემოდგომა“(I, 2005; II, 2006).

 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

1999 - ღირსების ორდენი;

1990 - პრემია „საუკეთესო რეჟისორი პლასტიკაში“;

1981 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია;

1978 - საქართველოს კომკავშირის პრემია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი