logo_geo
სააკაშვილის ბებიაზე იძულებით გადაფორმებული ქონება – შპს „წისქვილმა“ წილები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიბრუნა
- +

24 ნოემბერი. 2018. 20:11

 

 

რესტორნების ქსელი შპს „წისქვილი“ ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მის მეპატრონეებს იძულებით დაათმობინეს. აღნიშნული საკითხით „კვირა“ დაინტერესდა და გაარკვია, რომ ობიექტის მოწილე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებია – მზია წერეთელი გახდა.

 

როგორც კომპანიის იურისტმა, გიორგი ქუთათელაძემ „კვირასთან” ექსკლუზიურად საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის ბებია წისქვილის მეწილედ 2009 წლის 3 აგვისტოდან ფიქსირდება, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, „ქართული ოცნების” დროს, შესაძლებელი გახდა, რომ ქონება პირვანდელ მფლობელებს დაბრუნებოდათ.

 

„როგორც მოგეხსენებათ, “წისქვილი” ის ერთ-ერთი კომპანიაა, რომლის წილების გადაფორმებაც განხორციელდა 2012 წლამდე, აღნიშნული განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებიაზე, მზია წერეთელზე. 2009 წლის 3 აგვისტოს უკვე გადაფორმდა მასზე წილები, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, დადგა ის პერიოდი, როდესაც შესაძლებელი გახდა მესაკუთრეთათვის ქალბატონ მზიაზე რეგისტრირებული წილების უკან გადაფორმება”, – განაცხადა კომპანიის იურისტმა.

 

“კვირამ” აღნიშნულ საქმეზე საჭირო დოკუმენტური მასალის მოძიებაც შეძლო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი