logo_geo
„თოვლის გუნდა“ დაბრუნდა
- +

24 ნოემბერი. 2018. 11:03

 

 

30 წლის შემდეგ ყველასთვის ნაცნობი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი „თოვლის გუნდა” ეკრანებზე ბრუნდება. მისი ხილვა მაყურებლებს 24 ნოემბერს 12:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში” შეეძლებათ. ანიმაცია კვლავაც ალექსანდრე ბასილაიას მუსიკით ბრუნდება, ხოლო მისი რეჟისორი ირაკლი საამიშვილია. მულტფილმის ჩვენება გამომცემლობა „პალიტრა L-ის” ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მაყურებლებს შეეძლებათ გათამაშებასა და გასართობ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, ასევე, გაიმართება თოვლის გუნდას წიგნებისა და ფუმფულა სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა ფასდაკლებით.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „პალიტრა L-ის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ნათია ზაქრაძეს ვესაუბრეთ:

 

თოვლის გუნდას პერსონაჟის განახლებაზე მუშაობა გამომცემლობამ 3 წლის წინ დაიწყო. პერსონაჟი თავიდან დაიხატა მხატვარ ლელა ცინაძის მიერ. საწყის ეტაპზე წიგნები, თოვლის გუნდას ახალი ისტორიები გამოიცა. ამ დროისთვის უკვე 20-ზე მეტი, სხვადასხვა დასახელების წიგნია გამოცემული, რომლის მთავარი პერსონაჟიც სწორედ გუნდაა. ზღაპრებში მას ახალი, დღევანდელი რეალობისთვის მეტად შესაბამისი თავგადასავლები გადახდება. გამოცემულია სხვადასხვა სახეობის წიგნი, ზღაპრები, პაზლებიანი და სტიკერებიანი წიგნებიც. ახალი ისტორიები საბავშვო მწერლების, ვასო გულეურისა და ნათია ჯანაშიას მიერ იწერება. შეიძლება ითქვას, რომ ამ ისტორიებით უფროსებისთვის ნოსტალგიური თოვლის გუნდა გაცილებით ახლოს მივიდა თანამედროვე პატარებთან, ამიტომ პროექტი განვითარდა და მალე გუნდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების მთავარი გმირიც გახდა. გამოიცა სამაგიდო თამაშები, მეხსიერების თამაშები თოვლის გუნდას ილუსტრაციებით. დამზადდა რამდენიმე სახეობის ფუმფულა თოჯინა, სასკოლო, საკანცელარიო ინვენტარი მისი მონაწილეობით. წინასაახალწლოდ კი საზოგადოებას განსაკუთრებული საჩუქარი, თოვლის გუნდას განახლებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ელის.”

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი