logo_geo
რევაზ ძოძუაშვილი გრიგოლ ვაშაძეს: ჩვენ ბრძოლა ვიცით და არაფერს დავთმობთ
- +

26 ნოემბერი. 2018. 02:05

 

 

ცნობილმა საფეხბურთო სპეციალისტმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ძოძუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ფეხბურთს დაფინანსება უნდა შეუწყდეს.

 

რევაზ ძოძუაშვილმა პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში" გამართა.

 

„სპორტსმენები და მით უმეტეს, ფეხბურთელები ხალხში ვართ. ჩვენ ვმუშაობთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, ვმოღვაწეობთ გუნდებში და ასევე ვართ გულშემატკივრებში. ჩვენ დიდ აუდიტორიას ვუყვარვართ და მათთან ყოფნა ჩვენც გვსურს.

 

ძლივს მოვიდა მთავრობა, რომელმაც სპორტსმენებსა და ხელოვანებს მიხედა.

 

იყიდებოდა სტადიონები იმიტომ, რომ ფინანსები მშენებლობის ბიზნესში ჩაედოთ. მათ არ იციან, სპორტს ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის რამდენად დიდი სარგებელი მოაქვს.

 

დღეს მთელს მსოფლიოში ფეხბურთი უდიდესი ბიზნესია.

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გამოდის და ფეხბურთის დაფინანსების შემცირებაზე საუბრობს. მისი მეუღლე ხელოვანია და მან კარგად იცის, რომ დიდი წარმატების მისაღწევად დიდი ფულია საჭირო, რაც შემდგომში ათჯერ მეტ სარგებელს მოიტანს.

 

როცა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა, ამ პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საბჭოთა კავშირში აღზრდილი სპორტსმენები არ გვჭირდებაო და „ჩარეცხილები“ გვიწოდეს.

 

ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და ნორმალური პენსიები დაგვინიშნა.

 

მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ფეხბურთი დიდი პოლიტიკაა. გაუბედურებულ კლუბს ჩააბარებენ მწვრთნელს და მას პირველ ადგილზე გასვლას მოთხოვენ, რასაც დიდი დრო და შრომა უნდა.

 

სპორტმა და ფეხბურთმა წინ წაიწია. მინდა ამ მთავრობას და ყველას, ვისაც ჯანმრთელი ერი უნდა, საგოლე პასი მივცე.

 

რაც შეეხება ვაშაძეს, ჩვენ კონტრშეტევა ვიცით. თუ ის გახდება პრეზიდენტი, კვლავ ტყეებში მოგვიწევს ფეხბურთელების ვარჯიში, როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო.

 

სპორტსმენებმა ბრძოლა ვიცით, ჩვენ არაფერს დავთმობთ“, - განაცხადა ძოძუაშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი