logo_geo
ირაკლი კობახიძე: მივმართავ შსს-ს...
- +

28 ნოემბერი. 2018. 14:32

 

 

„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიება ჩაატაროს არა მხოლოდ იმ პირთა მიმართ, ვინც უბნებზე ორმაგი მარკირებით შესვლას ცდილობს, არამედ, იმ პირთა მიმართაც, რომლებიც დგანან ამ სქემის სათავეში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

კობახიძემ აღნიშნა, რომ უკვე დაფიქსირებულია 10-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირები უბნებზე ორმაგი მარკირებით შესვლას ცდილობენ.

 

„მთელი ქვეყნის მასშტაბით მივმართავ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. თქვენ გიბიძგებენ თქვენი ლიდერები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისკენ. აქედან გამომდინარე, ვაფრთხილებ ყველას, ეს არის დანაშაული და დანაშაულს ექნება რეაგირება კანონის მთელი სიმკაცრით. მათ თავი უნდა შეიკავონ ასეთი ქმედებისგან, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისგან. ვხედავთ, რომ ათზე მეტია უკვე შემთხევა, რომელიც დაფიქსირდა რუსთავში. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიება ჩაატაროს არა მხოლოდ ამ პირთა მიმართ, არამედ, იმ პირთა მიმართაც, რომლებიც დგანან ამ სქემის სათავეში. რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. ეს არის საარჩევნო ხმის მოპარვა, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი