logo_geo
29-30 ნოემბერს კონფერენცია „გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები“ გაიმართება
- +

28 ნოემბერი. 2018. 20:31

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით და ორგანიზებით 29- 30 ნოემბერს გაიმართება კონფერენცია თემაზე: „გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები“. 

 

კონფერენცია ეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის,  გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 70-ე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მიღების მეოცე წლისთავს.

 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 16 ქვეყნიდან ჩამოსული ოცი მომხსენებელი, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტების და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, სისხლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლები, პრაქტიკოსი და მოქმედი მოსამართლეები არიან, მათ შორის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის.

 

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა იმ ორგანიზაციას და სტრუქტურას, რომლებმაც თავის წვლილი შეიტანეს ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის განხორციელების საქმეში, განსაკუთრებული მადლობა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სხვა შესაბამის სტრუქტურებს.

 

კონფერენცია გაიხსნება 29 ნოემბერს დილის 11:00 საათზე. მისამართი: თბილისი, სასტუმრო „ჰუალინგი“ თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“, - ნათქვამია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი