logo_geo
ამირან გამყრელიძე: იმ 2%-ს, ვინც ვერ განიკურნა, ექნება საშუალება, განიკურნოს
- +

29 ნოემბერი. 2018. 21:15

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დეკემბრიდან ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, რომლის მეშვეობით განკურნების ეფექტი უფრო მაღალი იქნება.

 

​მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში საქართველოში უკვე ჩართულია სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 41% და განკურნების ეფექტი 98%-ია.

 

„ეს პროგრამა გახლავთ მთელი მსოფლიოსთვის და ევროპის რეგიონისთვის საჩვენებელი პროგრამა. ამ სამწლინახევრის განმავლობაში ჩვენ წინ ვართ, როგორც მოსახლეობის გამოკვლევის მოცვის თვალსაზრისით, ისე მკურნალობაში ჩართული მოსახლეობის თვალსაზრისით. ანუ, თუ მსოფლიოში მოცვის საშუალო მაჩვენებელი არის 7-დან 13-14%-მდე, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 40%-მდე.

 

​წელს, სიახლე ძალიან ბევრია და ამის შესახებ მეოთხე სხდომაზე გახდება ცნობილი. კერძოდ, ჯანდაცვაში როგორ ვნერგავთ მონიტორინგსა და სკრინინგს, როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის პროცესი, როგორ გაიზარდა C ჰეპატიტის სამკურნალო კლინიკების რაოდენობა 4-დან 41-მდე. ამავე დროს, დეკემბრიდან უკვე ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, სადაც განკურნების ეფექტი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ალბათ, შემდეგ კიდევ გვექნება ე.წ. სამკომპონენტიანი მედიკამენტი. ანუ იმ 2%-ს, ვინც ვერ განიკურნა, ექნება საშუალება, განიკურნოს. გუშინ სამეცნიერო სიმპოზიუმი იყო, სადაც ჩვენთან ჩატარებული სამეცნიერო კვლევის სიახლეები წარდგა. სწორედ დღეს და ხვალ იქნება მსჯელობა ჩვენი სტრატეგიის ექვსივე კომპონენტთან მიმართებაში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი