logo_geo
ფონდი „ქართუ“: მიმდინარეობს ვალების ჩამოწერა და ამ კვირაში მევალეთა სიები გამოქვეყნდება
- +

3 დეკემბერი. 2018. 13:18

 

„მეტრონომს“ ფონდ „ქართუში“ განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ვალების ჩამოწერის პროცესი.

 

„მიმდინარეობს პროცესი და ამ კვირაში გამოქვეყნდება მევალეთა სიები“, - განუცხადეს „მეტრონომს“ ფონდ „ქართუში“.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 ადამიანს ვალები ჩამოეწერება და ე.წ. შავი სიიდან ამოვა. საუბარია ადამიანებზე, რომელთა სესხის ძირი ვალი არ აღემატება 2 000 ლარს და 1 წლის განმავლობაში არ შეუტანია თანხა. ამავდროულად, შეიძლება რამდენიმე სესხი ჰქონდეს ადამიანს და თუ პირობებს აკმაყოფილებს, ისინიც განულდება. პრემიერის განცხადებით, ამისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება და ხარჯებს მთლიანად ფონდი „ქართუ“ დაფარავს. ფინანსთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სიები 3 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, ვალების დაფარვის პროცესი კი 15 დეკემბერს დაიწყებოდა და 31 დეკემბერს დასრულდებოდა.

 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვებ-გვერდის შექმნა 3 დეკემბრისთვის ვერ მოესწრებოდა და შესაძლოა, სესხების ჩამოწერის პროცესიც გადადებულიყო.

 

როგორც გუშინ ფინანასთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, პროცესი არ გადაიდება და სესხები 31 დეკემბრამდე განულდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი