logo_geo
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა კარვებში ელექტროგაყვანილობის მონტაჟი დაიწყო
- +

4 დეკემბერი. 2018. 23:54

 

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა კარვებში ელექტროგაყვანილობის მონტაჟი დაიწყო, რათა აქციის მონაწილეებს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდოთ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, თბილისის მერიამ მათ ასევე გადასცა 4 ელექტროგამათბობელი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარვებში დაიდგმება. პარლამენტის შენობის წინ ამჟამად 6 კარავია განთავსებული, რომელშიც აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ.

 

პარლამენტის შენობის წინ შვილმკვდარი მამების აქცია 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დასჯას, ასევე ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. შვილმოკლული მამები აღნიშნავენ, რომ პარლამენტის შენობის წინ აქცია მხოლოდ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში დასრულდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი