logo_geo
ნინი ქარსელაძის შეურაცხყოფის გამო მაია დარსმელიძეს პროკურატურაში დაიბარებენ
- +

6 დეკემბერი. 2018. 13:59

 

„ნამდვილად შევიტანე სარჩელი პროკურატურაში, იმედი მაქვს, ჩვენი ახალი პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი სტრუქტურა მალე გამოიძიებს საქმეს და პასუხი მოეთხოვება ყველა იმ ადამიანს, ვინც საშინელებებს მწერდა და მემუქრებოდა“, -ამის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ambebi.ge-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

 

მისივე თქმით, პროკურატურაში რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც დაიბარებენ და პასუხს მოსთხოვენ სამართლებრივ ჭრილში.

 

„დათო იმედაშვილი ვინ არის, საერთოდ არ ვიცი. ერთხელ ჩამიგდეს მისი სტატუსი და მაშინ გავიგე მისი არსებობა. რაც შეეხება მაია დარსმელიძეს… მე სტეფანესთან ვგრძნობ თავს შერცხვენილად და დამნაშავედ, რადგან გადავედი იმ მოედანზე, სადაც არასდროს გადავსულვარ 28 წლის მანძილზე, პრინციპები დავარღვიე, მაგრამ მაია დარსმელიძემ შეურაცხყოფა მიაყენა „ქუჩის ბიჭებს“. ჩემზე შეიძლება გავატარო ნებისმიერი ტალახის სროლა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვის გამოც პრინციპებსაც ვარღვევ. კონკრეტულად, რომელ ცნობილ ადამიანებს დაიბარებს პროკურატურა, ჯერჯერობით ამის თქმის უფლება არ მაქვს“, - განაცხადა ნინი ქარსელაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი