logo_geo
ლონდონში ქართველი მეზღვაურები სიმამაცისთვის დააჯილდოვეს
- +

7 დეკემბერი. 2018. 18:00

 

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ „International Maritime Organization - IMO“-მ ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ქართველ მეზღვაურებს ჯილდო გადასცა.

 

დაჯილდოების ცერემონია ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცი​ის სათავო ოფისში გაიმართა. ჯილდო კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს გადასცეს.

 

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია „Queensway Navigation Co. Ltd“-ის კუთვნილებაში არსებული გემის „MT Seapower“-ის ეკიპაჟის წევრები იყვნენ წარდგენილნი.

 

მათ 2017 წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ „Rama 2“-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის კოორდინირებულ სამაშველო ოპერაციებში სამაგალითო ძალისხმევა და გამბედაობა გამოავლინეს.

 

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურებს ყოველწლიურად აჯილდოებს. საქართველოსთვის მსგავსი ჯილდო პირველი არ არის, - 2015 წლის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი