logo_geo
10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- +

8 დეკემბერი. 2018. 15:47

 

 

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში ამაღამ მოთოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და წვიმა შეწყდება.

 

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, ამაღამ და ხვალ დღის პირველ ნახევარში იწვიმებს, იქნება ნისლი; მაღალმთაში – თოვლი.

 

ხვალ ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე პერიოდულად 17–22 მეტრი იქნება.

 

ხვალ დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში +8 +13 გრადუსი იქნება; თბილისში +9 გრადუსი.

 

10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მათ შორის თბილისშიც.

 

დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +18 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში +9 +14 გრადუსი იქნება; თბილისში +12 გრადუსი.

 

 

 

big_banner
არქივი