logo_geo
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი გარდაიცვალა
- +

9 დეკემბერი. 2018. 10:58

 

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი შვილი ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

 

ოჯახის მტკიცებით, სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

 

განათლების სამინისტრო განმარტავდა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შემოწმდა. გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარიულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა.

 

ამავე ცნობით, სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის სკოლის მოქმედი დირექტორია.

 

რაც შეეხება დარღვევებს, გამოვლენილია: სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ, შემოსავლის სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზეც შემცირდა დასაბეგრი მოგება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი