logo_geo
თამარ გაგოშიძე: ძალიან ხშირად პრობლემა არა ბავშვში, არამედ მშობელშია!
- +

10 დეკემბერი. 2018. 03:31

 

 

 

„უნდა გავიგოთ ბავშვის ემოცია, მერე საკუთარი და ხელი შევუწყოთ ამ ემოციის რეგულაციას. როცა ბავშვს უყვირი და ნერვები გაქვს მოშლილი შენს შვილზე, უცბად გაჩერდი, შენს თავს შეხედე და გააცნობიერე, თუ რა გაყვირებს? რატომ ხარ ასე? - აი ეს უკვე საკუთარ თავზე მუშაობის დაწყებაა. შეჩერება, საკუთარი თავის ყურება ქმედების, ემოციის ანალიზი უმნიშვნელოვანესია. ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე საქმე დაწყებული გაქვს“ , - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს.

 

„როდესაც მშობელს ვეუბნები, რომ ხომ არ ჯობია ჯერ თქვენით დავიწყოთ, რომ მნიშვნელოვანია თქვენ იყოთ მშვიდად, მოგცემთ ფსიქოთერაპევტის რეკომენდაციას და შემდეგ ვიმუშაოთ ბავშვზე, ბევრი ამას აპროტესტებს - ჩემს შვილს მიხედე, მე არაფერი მჭირსო. არადა ძალიან ხშირად პრობლემა არა ბავშვში, არამედ სწორედ მასშია. როცა მშობელი ამას აცნობიერებს და თავად ითხოვს შველას, საქმის ნახევარი უკვე გაკეთებულა, დანარჩენი ტექნიკაა. ყველაზე დიდი დრო მიაქვს პრობლემის იდენტიფიკაციას - სანამ მშობელი თვითონ დაინახავს და აღიარებს პრობლემას.

 

ხშირად დაკარგული იდენტობა აქვს მშობელს, ვერ გაუგია - მშობელიც უნდა იყოს, თან მეუღლე უნდა იყოს, კარგი კოლეგაც უნდა იყოს და იმუშაოს, თორემ სამსახურიდან გამოაგდებენ და ა.შ. და ა.შ. და თვითონ სად არის? - ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. მე რომ მკითხოთ, დღევანდელი მშობლობა გმირობაა იმიტომ, რომ ძალიან დიდი პრესია ამ შეჭმუხნულ დროში მშობელზე და შესაბამისად მას ჭირდება პირველ რიგში ემოციური ვენტილაცია და შემდეგ უკვე ბავშვს”, - განაცხადა გაგოშიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი