logo_geo
თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო
- +

11 დეკემბერი. 2018. 03:12

 

 

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა დაიწყო. ახალი საახალწლო განათებები რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე დამონტაჟდება.

 

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს თბილისის მერი კახა კალაძე პირადად დაესწრო.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღემდე „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. აღნიშნულ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.

 

რუსთაველის, თამარაშვილი-ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, ბარათაშვილის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე დამონტაჟდება:

 

  • ანგელოზი 3D დეკორაცია – 64 ცალი;
  • ფლეშ სტრინგები – 20 00 მეტრი (მოეწყობა ბადისებრი ტიპის განათება ე.წ. ცა);
  • ხე 3D (დასადგმელი) დეკორაცია – სამი ცალი;
  • ანგელოზი 3D (დასადგმელი) დეკორაცია – ხუთი ცალი;
  • ეტლი (გოგრის ფორმის) 3D (დასადგმელი) დეკორაცია – ერთი ცალი;
  • ხის ტოტების თაიგული 3D (დასადგმელი) დეკორაცია – შვიდი ცალი;
  • ირემი 3D (დასადგმელი) დეკორაცია – სამი ცალი;
  • ლოლო (ციმციმა) ფარდა დეკორაცია – 5 000 მეტრი;
  • ანგელოზი 2D დეკორაცია – 160 ცალი; ფარანი 2D დეკორაცია – რვა ცალი;
  • ფლეშ სტრინგები – 3 200 მეტრი (მოეწყობა ბადისებრი ტიპის განათება ე.წ. ცა);
  • მზის ფორმის ნაძვის ხის სათამაშო 2D დეკორაცია – 40 ცალი;
  • ნაძვის ხის ფორმის სათამაშო 2D დეკორაცია – 40 ცალი;
  • ბურთის ფორმის სათამაშო 2D დეკორაცია – 40 ცალი;
  • გულის ფორმის სათამაშო 2D დეკორაცია – 30 ცალი.

 

რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე არსებულ წმინდა გიორგის მონუმენტს, ის წელსაც განათებებით მოირთვება, რომელსაც ანგელოზი 2D დეკორაცია – 145 ცალი და ფლეშ სტრინგები დაემატება.

 

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

 

 

big_banner
არქივი