logo_geo
34 მოხუცს პანსიონატში საკვებით დახმარება სჭირდება
- +

11 დეკემბერი. 2018. 11:09

 

 

მოხუცთა პანსიონატი „სიკეთის ლამპარი” დახმარებას ითხოვს. პანსიონატში 34 მოხუცი ცხოვრობს, თუმცა მათ მუდმივი დამფინანსებელი არ ჰყავთ.

 

როგორც „სიკეთის ლამპარის“ მიერ გავრცელებულ წერილში წერია, მძიმე კატეგორიის მოხუცებს საკვებით დახმარება სჭირდებათ, რომლის ღირებულება სულ 540 ლარს შეადგენს.

 

მოხუცთა პანსიონატს არ ესაჭიროება ტანსაცმელი, რადგან იქ ძირითადად, მწოლიარეები არიან განთავსებული.

 

საიტზე satno.ge შესაძლებელია იქ მყოფი მოხუცების შესახებ ინფორმაციის გაცნობაც.

 

 

 

big_banner
არქივი