logo_geo
ივანე მაჭავარიანი: 2019 წელს მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 200 მლნ ლარის საკრედიტო პორტფელი
- +

12 დეკემბერი. 2018. 18:41

 

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მოქნილი და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის ფორმირების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს.

 

მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებისთვის, 2019 წელს გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი.

 

„აღნიშნული საგარანტიო ფონდის მეშვეობით, მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 200 მლნ ლარის საკრედიტო პორტფელი. 2020 წელს, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო გაზრდის საგარანტიო ფონდს 50 მლნ ლარამდე, ხოლო 4-5 წლიან პერიოდში აკუმულირებული საგარანტიო ფონდით, შესაძლებელი იქნება 2 მლრდ ლარამდე პორტფელის მობილიზება“, - განაცხადა მან.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ჯამურად, 2019 წელს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებისთვის მიიმართება 110.0 მლნ ლარი, რაც ძირითადად, მოიცავს კრედიტის თანადაფინანსებასა და საგარანტიო ფონდს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი