logo_geo
სოფელი ლაკათხევში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

15 დეკემბერი. 2018. 13:39

 

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი ლაკათხევში გვიანი შუა საუკუნეების ქარჩაიძეების ნასახლარს 2018 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

 

„ქარჩაიძეების ნასახლარი წარმოადგენს ტერასულად განლაგებულ შეკრულ კომპლექსს. ნაგებია ფლეთილი ქვით. სახურავები და ხის კოჭებით მოწყობილი სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. ნანგრევებიდან ირკვევა, რომ ერთმანეთის მიჯრით აშენებული იყო ორსართულიანი სახლები. პირველ სართულზე განთავსებული იყო ბოსელი, მეორეზე საცხოვრებელი ოთახები ბანიანი გადახურვით, ქვედა მხრიდან კომპლექსში შემომავალი გზა საყრდენი კედლით იყო შემოსაზღვრული, რაც თავდაცვის ფუნქციასაც ასრულებდა, საყრდენი კედლის დასავლეთ ნაწილში კონტფორსია შემორჩენილი. გარდა ქვედა გზისა, ბანიანი სახლების გაყოლებაზე - ჩრდილოეთით არსებობდა უფრო მოკლე გზაც. ბოსლებში შემორჩენილია გადახურვის საყრდენი ბურჯი (კულა), რომელზეც ხის კოჭები იყო გადებული. ზედა ნაწილში შეინიშნება ხის კოჭების ჩამოსადები ოთხკუთხა ბუდეები. თითოეულ საცხოვრებელ ოთახს აქვს სწორკუთხა ფორმის მოზრდილი ნიშები.

 

ძეგლის სტატუსისათვის მისანიჭებელი საჭირო მახასიათებლები: სახლების განლაგების არქიტექტურული ფორმა, ქვის მხატვრული წყობა, სიძველე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი