logo_geo
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მერიასთან მიტანილი კარტოფილი ბოშა ბავშვებმა წაიღეს
- +

16 დეკემბერი. 2018. 20:02

 

ქუთაისის მერიასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ მიტანილი კარტოფილი ბოშა ბავშვებმა წაიღეს.

 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, ქუთაისის მერიასთან კარტოფილი სიმბოლურად მიიტანეს და აღნიშნეს, რომ სწორედ კარტოფილის სანაცვლოდ, ამომრჩევლების ნაწილმა ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა.

 

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ მიერ დაგეგმილი აქცია, ქუთაისის მერიასთან ერთი საათი გაგრძელდა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორია დატოვეს, ბოშა ბავშვებმა კარტოფილი წაიღეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი