logo_geo
სალომე ზურაბიშვილი წითელ ხალიჩაზე შვილებთან და ჯანრი კაშიას შვილიშვილთან ერთად
- +

16 დეკემბერი. 2018. 21:43

 

თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო.

 

 

პირველი ქალი პრეზიდენტი ინაუგურაციაზე საქართველოს დროშის ფერებში წარსდგა. ზურაბიშვილს თეთრი და წითელი ფერების სამეული ეცვა. ერეკლეს სასახლემდე არჩეული პრეზიდენტი ავტომანქანით მიიყვანეს. წითელ ხალიჩაზე მან შვილებთან - თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებთან და მეორე მეუღლის, ჯანრი კაშიას შვილიშვილთან - რევაზ მაყაშვილთან ერთად გაიარა.

 

თეიმურაზ გორჯესტანი და რევაზ მაყაშვილი ინაუგურაციაზე შავი ჩოხებით მივიდნენ, ქეთევან გორჯესტანს კი მწვანე მოსასხამი ეცვა წითელ ხალიჩაზე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი