logo_geo
ველისციხეში აქციის დროს ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია სჭირდება
- +

17 დეკემბერი. 2018. 13:10

 

გურჯაანის სოფელ ველისციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაშავებული შოთა დალაქიშვილი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ოპერაცია რამდენიმე საათში ჩაუტარდება.

 

ექიმის თქმით, მას თავის ტვინის შერყევა და ყბის ძვალი აქვს მოტეხილი. ოპერაციის ჩასატარებლად ექიმს თბილისიდან ელოდებიან.

 

ველისციხის ინციდენტის დროს დაშავდნენ პოლიციელებიც. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით გუშინ საღამოს გურჯაანსა და თელავის საავადმყოფოებში გადაანაწილეს.

 

აქციებზე სულ 16 პოლიციელი დაშავდა. შსს-მ პოლიციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

16 დეკემბერს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციების დროს 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გვიან ღამე, 7 დაშავებული პოლიციელი გურჯაანის საავადმყოფოში მოინახულა და კომენტარიც გააკეთა. მისი განცხადებით, პოლიციელებზე ძალადობის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩატარდება და ყველა აგებს პასუხს.

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი დადო და ამ რანგში პირველი სიტყვაც წარმოთქვა.

 

პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი