logo_geo
„უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსი...“ - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს
- +

17 დეკემბერი. 2018. 18:54

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის შემთხვევა უკვე ფიქსირდება. გამყრელიძე მოსახლეობას პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, პრევენციის საუკეთესო საშუალება არის აცრა, რომელიც წელს საკმაოდ დიდი რაოდენობით გაკეთდა.

 

„ზამთარში ყოველთვის გვაქვს ვირუსული ინფექციების გახშირება. უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსიც. ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ჩვენი გვერდის საშუალებით მიეწოდება მოსახლეობას. წელს მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა აიცრა და ეს ძალიან კარგია გრიპის საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელოვანია საერთო ჰიგიენური საშუალებები: ხელის ხშირი დაბანა, შენობის განიავება, სველი წესით დალაგება. თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა, სამსახურში და სკოლაში არ წასვლა და ა.შ ყველაფერი ეს გასათვალისწინებელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს.

 

 

 

big_banner
არქივი