logo_geo
„ხელრთვები - დამწერები“ - XI-XVIII საუკუნეების ისტორიული საბუთების კატალოგი
- +

19 დეკემბერი. 2018. 04:12

 

„ხელრთვები - დამწერები“

 

კატალოგი აერთიანებს XI-XVIII საუკუნეების ისტორიულ საბუთებზე დართულ ხელრთვებს და მოიცავს სამეფო ოჯახის წევრების, კათალიკოსების, საერო და სასულიერო დიდმოხელეთა დამტკიცებას – ხელის ჩართვას ანუ ხელრთვას.

 

ხელრთვების მეშვეობით საბუთებმა შემოგვინახა ქართველი მეფეების, კათალიკოსებისა და ისტორიული პიროვნებების ავტოგრაფები, მათ შორის: გიორგი II-ის, დავით აღმაშენებელის, თამარ მეფის, დავით სოსლანის, რუსუდან მეფის, დავით ულუს, დავით ნარინისა და სხვათა.

 

კატალოგში შეტანილი 541 ხელრთვა თემატურად, ქრონოლოგიურად არის დაჯგუფებული. თითოეულ მათგანს საბუთის რაობა, თარიღი და მოკლე არქეოგრაფიული აღწერილობა ახლავს.

 

გამოცემას დართული აქვს საბუთების დამწერთა ნუსხა, ტერმინების ლექსიკონი, პირთა და გეოგრაფიული საძიებლები.

 

რედაქტორ-შემდგენელი – მანანა ჭუმბურიძე

 

გამოცემის შეძენა შეგიძლიათ ეროვნული არქივის პავილიონში, მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #1/პეკინის#40 (ეროვნული არქივის ცენტრალური შენობის გვერდით)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი