logo_geo
სტატისტიკურად, ქალები კაცებზე უკეთ მართავენ მანქანას
- +

19 დეკემბერი. 2018. 20:10

 

 

მიუხედავად გენდერული სტერეოტიპებისა, რომლებიც ქალებს ცუდ მძღოლებად წარმოაჩენენ, ახალი კვლევით გაირკვა, რომ ქალები უფრო იშვიათად ხვდებიან ავარიებში, ვიდრე კაცები.

 

„ამ მონაცემებით, ქალები უფრო უსაფრთხო მძღოლები არიან, ვიდრე კაცები", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

 

კვლევა ბრიტანულმა ფინანსური სერვისების შემდარებელმა კომპანიამ ჩაატარა. სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ 2017 წელს საგზაო წესების დარღვევის გამო, სასამართლოში მოხვედრილი მძღოლების 80% კაცები იყვნენ, ხოლო მანქანის დაზღვევას ყოველი სამი მომხმარებლიდან 2 კაცი მიმართავდა.

 

კვლევის მიხედვით, კაცები უფრო ხშირად ავლენენ მანქანის მართვის ცუდ ჩვევებს. მაგალითად, ციმციმას ჩართვის გარეშე, ხაზებს კაცების 23 და ქალების 17 პროცენტი კვეთს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი