logo_geo
თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი შემცირდა
- +

26 დეკემბერი. 2018. 13:39

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი მცირდება. ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს.

 

ცნობისთვის, ამჟამად ბუნებრივ აირზე თბილისში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი 46.153 თეთრია. აქედან გამომდინარე, ახალი გადაწყვეტილებით, დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46.139 თეთრი იქნება.

 

დღეს დადგენილი ახალი ტარიფი 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ აბონენტებს შეეხება.

 

სემეკ-ის განმარტებით, ბუნებრივი აირის ტარიფი სამი კომპონენტისგან შედგება: ტრანსპორტირება, განაწილება და მიწოდება. მათივე ცნობით, ტრანსპორტირებისა და განაწილების კომპონენტებში ფასის შემცირების გამო, შესაძლებელი გახდა თბილისში სამომხმარებლო ტარიფის შემცირებაც.

 

 

 

 

big_banner
არქივი