logo_geo
სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
- +

28 დეკემბერი. 2018. 12:27

 

სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების საკითხზე სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს.

 

„სწორედ, რომ არსებობს ბევრი პოზიცია. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა მხარეა აბსოლუტურად ჩართული. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე სწორი ფორმატი, რომ კონსესუსის ფორმით, ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ექსპერტთან ერთად უნდა ვიმუშაოთ და ბოლოს მივიდეთ ისეთ ვერსიაზე, რომელიც იქნება ყველაზე მისაღები და რაც მთავარია ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ბავშვების განვითარებისთვის”, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი