logo_geo
„არემჯის“ საახალწლო საჩუქარი დაბა კაზრეთს
- +

29 დეკემბერი. 2018. 14:00

 

 

დაბა კაზრეთის კულტურის სახლს კომპანია „არემჯის“ მოწვევით მუსიკალური ჯგუფი  „რეზო და ბავშვები“ ესტუმრა და ახალგაზრდებისათვის კონცერტი გამართა.

 

საუკეთესო საახალწლო განწყობის შესაქმნელად, კულტურის სახლის დახმარებით წინასწარ მოხდა ბავშვების გამოკითხვა, რომლებმაც არჩევანი „რეზო და ბავშვებზე“ შეაჩერეს.

 

ახალგაზრდებისთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები სცენაზე დაახლოებით 2 საათი ჟღერდა,  მუსიკოსებმა მხურვალე ტაში არაერთხელ დაიმსახურეს, კონცერტის ბოლოს კი საფინალო სიმღერა სცენაზე ბავშვებთან ერთად შეასრულეს.

 

„ეს არის რეგიონი, რომელიც ქმნის უამრავ შესაძლებლობებს ჩვენი პატარებისთვის და ახალგაზრდებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის მცდელობა იქნება დაფასებული  და მჯერა,  რომ 2019 წელი  იქნება უფრო  წარმატებული, უკეთესების მომტანი როგორც ბოლნისის რაიონისათვის, ასევე  სრულიად საქართველოსთვის. გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს“, - განაცხადა „არემჯის“ კორპორატიული დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილმა.

 

„საყვარელი დარბაზი, ენერგიული ბაშვები, რომლებმაც განაპირობეს საუკეთესო განწყობა და გადმოგვცეს ჩვენ ეს დადებითი მუხტი. მადლობა ყველას დღევანდელი დაუვიწყარი დღისათვის. კაზრეთში გამართული კონცერტი დიდხანს გვემახსოვრება“, - განაცხადა ჯგუფის „რეზო და ბავშვები“ სოლისტმა რეზო ბლიაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი