logo_geo
მეუფე იაკობი: ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე მეუფე პეტრე
- +

29 დეკემბერი. 2018. 18:46

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსიm ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი „TV-პირველის“ ეთერში ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ბოლო მოვლენების შემდეგ, „საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის“ შესახებ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დაკარგავს მეუფე პეტრე სასულიერო პირის წოდებას, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ ეკლესიაში სიტყვა ეთქმის და არავის აპატიებს პატრიარქის ღირსების შელახვას.

 

„როგორც იქცევა, თუ არ შეინანა, ჩვენთვის არის როგორც... ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე ეგ, როგორც იქცევა, პირდაპირ გეუბნებით. მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა „გააპრავონ“ ეგ, ეკლესიაში მე სიტყვა მეთქმის. თუ მოვინდომე, გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, რომ იცოდეთ და მერე ყველა დამეთანხმება. გუშინ რაც გააკეთა მეუფე პეტრემ, თან გვიქადაგებს, თან თვითონ ხომ უნდა იცოდეს, შიგნით რა ავტორიტეტია. თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ავტორიტეტია, სხვა რაღაცაა, მაგრამ ჩვენთან რაღაც ავტორიტეტი ხომ უნდა იყოს. აბსოლუტურად ავტორიტეტი არ არის ჩვენთან. მე შეიძლება პირადად რაღაც გავუკეთო, გასაკეთებელს გავუკეთებ, არ ვაპატიებ ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს. ვფიქრობ, რუსების შემოთავაზება არის, რომ ჩვენი ეკლესია დააკნინონ, პატრიარქს დაარტყან, არც რუსეთი მაინტერესებს, არც კონსტანტინოპოლი, პირდაპირ გეტყვით, ქართველი ვარ და ჩემი საქართველოს ეკლესიის ინტერესი მაინტერესებს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი